ლიტერატურული პრემია საბას ფინალისტების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია საბას 2018 წლის დაჯილდოვების ნომინანტების ვინაობა ცნობილია. პრემიის მიღებას საბას მე-16 დაჯილდოებაზე შემდეგი ავტორები შეეცდებიან.

საუკეთესო რომანი

  1. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. მარი ბექაური, „ანას მომენტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. დავით გაბუნია „დაშლა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. თამარ თანდაშვილი, „მატერიკონი“ (გამომცემლობა „სიესტა“)

საუკეთესო პროზაული კრებული

  1. თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ლევან მუსხელიშვილი, „მოკლე მოთხრობები“ (გამომცემლობა „სეზანი“)

საუკეთესო პოეტური კრებული

  1. გიორგი არაბული, „გვრინი“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. სოსო მეშველიანი, Arboles Altos (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  4. პაატა შამუგია, „დედა ენა“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
  5. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) – რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  1. სოსო მეშველიანი, „ქუნარეშ“(გამომცემლობა „ინტელექტი“)
  2. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  3. მარინა ქარცივაძე, Modus Vivendi  (გამომცემლობა „ქოლგა“)

საუკეთესო ქართული თარგმანის ნომანიცაიში ფინალისტების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი. შემდეგ 4 ნომინაციაში კი გამარჯვებულები, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე12 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

პრემია ქართულგერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება. პრემია “თი-ბი-სი” ბანკმა და პენ-ცენტრმა დააფუძნა და მიზნად ისახავს წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენას.

საბას სრული სია ასე გამოიყურებოდა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.