ახალი ამბები

ფოთში, შავ ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო

30 ივლისი, 2018 • 1838
ფოთში, შავ ზღვაში ბანაობისას ორი ადამიანი დაიხრჩო

ფოთში, შავ ზღვაში, ორი მოქალაქე დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს, 30 ივლისს, მალთაყვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,  51 წლის კაცი და 58 წლის ქალი ზღვაში საბანაოდ შევიდნენ, თუმცა ძლიერი შტორმის გამო ნაპირზე გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.

უწყება მოქალაქეებს შავი ზღვის სანაპიროზე 4-ბალიანი შტორმის გამო ზღვაში შესვლას უკრძალავს. საშტორმო გაფრთხილება 31 ივლისის 10:00 საათამდე მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი