უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად კიევში ორი დღის წინ საქართველოს მოქალაქე – ზურაბ ხურცია დაიღუპა, რომელიც საქართველოში დღეს გადმოასვენეს. 

 

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ დღის ბოლოს (ღამის 12 საათისთვის) დაღუპულების რაოდენობამ შეადგინა 75 ადამიანი. ამასთან, კიევის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 571-მა დაზარალებულებმა და მათგან 363 ჰოსპიტალიზირებული იქნა.


საინფორმაციო სააგენტო unian.net კიევში შეტაკებების შედეგად დაღუპულების სიას აქვეყნებს. ამ დროისთვის ამ სიაში 58 გარდაცვლილია, რომელთა ცხედრები ამოცნობილია.

დათო ყიფიანი
დათო ყიფიანი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *