ლივერპულის საფეხბურთო გუნდის წევრები და მათი მხარდამჭერები შაბათს გამართული Pride-ს შეუერთდნენ. როგორც გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, შაბათს ქალაქ ლივერპულში გამართულ აღლუმზე დასასწრებად მათი ასობით მხარდამჭერი ჩამოვიდა.

“ჩვენ ძალიან გვიყვარს ყოველწელს აღლუმში მონაწილეობა, თუმცა, ეს წელი საუკეთესო იყო,”- ამბობს საფეხბურთო გუნდის წარმომადგენელი ლგბტ საკითხებში, პოლ ამმანი.

გარდა აღლუმში მონაწილეობისა, საფეხბურთო გუნდმა საკუთარი მაღაზიათა ქსელის ვიტრინები აღლუმის თემატიკის მიხედვით მორთო.

![ლივერპულის საფეხბურთო გუნდი თანასწორობის მხარდასაჭერ მსვლელობაზე – [ფოტო] ლივერპულის საფეხბურთო გუნდი თანასწორობის მხარდასაჭერ მსვლელობაზე – [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2018/07/ლივერპული.jpg)


![ლივერპულის ქამბექი ბარსასთან – იურგენ კლოპის გუნდი ფინალშია [ფოტოები]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/05/9.jpg)



