თბილისის ზღვაზე 27 წლის კაცი დაიხრჩო. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, მაშვლელები შემთხვევის ადგილზე თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები. მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან ამოიყვანეს.