ახალი ამბები

ძარცვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა

29 ივლისი, 2018 • 2129
ძარცვისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

უწყების განცხადებით,  ბრალდებულმა ი.ს-მ 28 ივლისს, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულის შეჩერებას სხვა პირი შეეცადა, რომელსაც არასრულწლოვანმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა რა დროსაც პოლიციამ დააკავა. ი.ს-სთვის წაყენებული ბრალი დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასთან ერთად პოლიციამ დააკავა მისი თანმხლები პირიც მ.ბ, რომელიც უწყების განცხადებით, არასრულწლოვანის დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მ.ბ.-ს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, ძარცვის, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე, 178-ე და 353-ე მუხლებით.

რაც შეეხება დაჭრილს, შსს-ის განცხადებით ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი