საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა პრეზიდენტის გამოსვლის გაფართოებული ვარიანტი აირჩიეს:
“პარლამენტის რეგლამენტში ფორმატის ვარიანტები არსებობს, თუ როგორ იქნება ჩატარებული პრეზიდენტის გამოსვლა. შევთახმდით ერთ-ერთ ვარიანტზე, რომელიც რეგლამენტში არის ჩადებული და რომლის მიხედვით ფრაქციებს ექნებათ უფლება და საშუალება გამოსვლის. ასევე შეიძლება ფრაქციის სახით რამოდენიმე დეპუტატი გამოვიდეს. გამოსვლის უფლება ექნებათ არაფრაქციაში შემავალ პარლამენტის წევრებს, რომლებიც დამოუკიდებელი დეპუტატები არიან. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ უფრო გაფართოებული ვარიანტი ავირჩიეთ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატისა, რაც საშუალებას მისცემს პარლამენტის უმრავლესობას და უმცირესობას საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ.”
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ფორმატი, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის არის საჭირო:
“ფორმატზე შევთანხმდით. კარგია, რომ ეს იქნება პოლიტიკური დებატები, წინა წლების განმავლობაში ჩვენ დავამკვიდრეთ ეს ტრადიცია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ყოველთვის მოჰყვებოდა პოლიტიკური დებატი.”
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 21 თებერვალს, 2 საათზე წარსდგება:



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



