აღნიშნულ სხდომაზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება “უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლის” მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რომელიც საქართველოში ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საბუთის დაწესებას ეხება
„გამორიცხულია, რომ ალტერნატიული საბუთის დაკანონებით ჩვენ ვინმეს უფლებები დავარღვიოთ. თუ არის ადამიანთა წრე, რომელსაც აქვს შინაგანი მოთხოვნილება, თავისი მსოფლმხედველობის გამო, რაღაც მოტივაციის გამო, რომლის ახსნასაც მე არ მოვითხოვ, მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ფაქიზად უნდა მოვეპყროთ ამ ადამიანების დამოკიდებულებას და აქ ვერ ვხედავ პროგრესთან ბრძოლას ამ ადამიანების მხრიდან, არც სიბნელეს და არც იმას, რომ ეს ადამიანები ხელს გვიშლიან ევროპასთან და ცივილიზაციასთან ურთიერთობაში,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დღევანდელ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს შორის. ჩიორა თაქთაქიშვილმა „ქართულ ოცნებას“ რეგრესული ძალა უწოდა და განაცხადა, რომ პარლამენტი სექტანტურ-რელიგიური დაჯგუფებების მოთხოვნებს ასრულებს:
„პარლამენტი სექტანტურ-რელიგიური დაჯგუფებების მოთხოვნებით ასრულებს იმას, რასაც დაპირდა ე.წ. მეუფე იაკობი თავის მრევლს. პარლამენტმა არ უნდა იაროს მოძალადეების მოთხოვნების მიხედვით და ასეთი მოძალადე ნამდვილად არის მეუფე იაკობი, რომელიც ჭელაში ადამიანებს მოუწოდებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაშლილიყვნენ, თუ პარლამენტი იმ კანონებს მიიღებდა, რომელსაც თვითონ დაწერდა. ეს რეგრესული კანონია და თუ მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრირება, რომ „ქართული ოცნება“ რეგრესული ძალაა“, – აღნიშნა თაქთაქიშვილმა.
ეკა ბესელიამ დამსწრე საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ უფლებათა კომიტეტი მიჩვეულია მსგავს ინციდენტებს.



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



