ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორთან არსებულ მთებში, მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის კაცის ცხედარი ვერტმფრენით ამოიტანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კლდიდან კაცის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს, 15:28 საათზე მიაწოდეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ურთულესი რელიეფის გამო, შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც 27 ივლისს, გამთენიისას, სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
საგანგებოს ცნობით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
