ლაგოდეხში, სოფელ მსხალგორთან არსებულ მთებში, მაშველებმა კლდეში ჩავარდნილი 23 წლის კაცის ცხედარი ვერტმფრენით ამოიტანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კლდიდან კაცის გადავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 26 ივლისს, 15:28 საათზე მიაწოდეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ​ურთულესი რელიეფის გამო, შეუძლებელი გახდა საფეხმავლო ბილიკების გამოყენებით ცხედრის გადმოსვენება, რის გამოც 27 ივლისს, გამთენიისას, სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

​საგანგებოს ცნობით, ახალგაზრდა კაცის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.