ახალი ამბები

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

19 თებერვალი, 2014 • • 2278
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა

კენჭისყრის გამართვამდე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, რაც “ნაციონალიური მოძრაობის” საარჩევნო კანდიდატების დაკავებით ახსნა:

 

“უმცირესობა აღნიშნულ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ხონსა და დუშეთში ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები დააკავეს, ბათუმსა და ზუგდიდში დაკითხეს, ხოლო ადიგენში დღეს იყო სასამართლო პროცესი. ასეთ პირობებში კანონის კენჭისყრა იქნებოდა ზედმეტი გაკეთილშობილების მცდელობა იმ პროცესის, რომელიც უკვე დაიწყო თავისუფალი არჩევნების წინააღმდეგ.”

 

ბიუროზე წარმოდგენილი ვარიანტის თანხმად, ცვლილებების მიხედვით ხდება საარჩევნო კოდექსის თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ, რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის – თვითმმართველ თემში – გამგებლის, თვითმმართველ ქალაქში – მერის არჩევნის წესი, კანდიდატების წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მათ ასარჩევად წესდება 50%-იანი საარჩევნო ბარიერი პირველ ტურში, იზრდება საკრებულოში პროპოციული წესით ასარჩები წევრების რაოდენობა 15-მდე, ხოლო არსებული 5%-იანი ბარიერი მცირდება 4%-მდე. 

 

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინფორმირებისთვის მოხდება საარჩევნო უბნების ადაპტირება, ასევე, წინასაარჩევნო რეკლამა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატები უზრუნველყოფილი იქნება სურდო-თარგმანით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი