ახალი ამბები

კორძაიასთვის საკონსტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია

19 თებერვალი, 2014 •
კორძაიასთვის  საკონსტუტიციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუგებარია

 თამარ კორძიას თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შეაჩერა სასამართლომ კანონის მოქმედება:

 

“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საკონსტუტიციო სასამართლოში სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარდგენილი იქნა, როგორც ფიზიკური პირების მიერ და არა როგორც საბჭოს მიერ. ეს ამ დავის არსებითი მომენტია.

 

სარჩელი წარდგენილი იქნა კონსიტუციის სამ მუხლთან არაკონსტიტუციურად ცნობის თვალსაზრისით. პირველია 24-ე მუხლი, ანუ გამოხატვის და მედიის თავისუფლება. მეორე არის 29-ე მუხლი, სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნა და სახელმფიწო სამსახურში მუშაობა და მესამე შრომის თავისუფლება. სამწუხაროდ, დღეს საკონტიტუციო სასამართლოს დასაბუთება არ დაუდვია ვებგვერდზე. ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია, საკონსტუტიციო სასამართლომ დასაშვებად არ სცნო 24-ე მუხლთან დაკავშირებით, დასაშვებად არ სცნო შრომის თავისუფლებასთან მიმართებაში და დასაშვებად სცნო სახელმწიფო თანამდებობასთან და სახელმწიფო სამსახურთან მიმართებაში, ამიტომ ვერ ვიგებ სასამართლოს არგუმენტაციას, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მისი სამეურვეო საბჭოს წევრები არ არიან სახელმწიფო მოხელეები და თანამდებობის პირები და გაურკვეველია, ამასთან შესაბამისობაზე რაზე იდავებს. სარჩელი წარდგენილი აქვთ, როგორც ფიზიკურ პირებს, თუმცა საბჭოს წევრობა არ არის სახელმწიფო მოხელეობა, ამიტომ გაურკვეველია, და მეც ისეთივე მოლოდინით ველოდები სასამართლოს არგუმეტნაციას, როგორც ნებისმიერი დაინტერესებული პირი.“

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო სარჩელი „დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

მოსარჩელეები საზოგადოებრი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მოქმედი წევრები არიან, რომლებიც საქართველოს პარლამენტს უჩივიან. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წესის საფუძველზე დაკომპლექტება იწვევს ძველი სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას, რაც მათი აზრით სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში უხეში ჩარევაა. 
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დროებით შეჩერდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი ბორდის დათხოვნასა და ახალი ბორდის არჩევას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი