აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოჩა ჩხიკვაძე ამბობს, რომ უკრაინა საქართველოს ყოველთვის გვერდში ედგა და საქართველოც ასე უნდა მოიქცეს:
“სოლიდარობას ვუხადებთ უკრაინელ ხალხს ძნელბედობის ჟამს. ისინი ძნელბედობის ჟამს ყოველთვის იდგნენ ჩვენ გვერდში, ჩვენ გვაქვს დიდი, საერთო ისტორია ნამდვილი ძმობის და ვინაიდან გვყავს საერთო მტერი და გვაქვს საერთო მომავალი, ამიტომ ერთად უნდა ვიყოთ. სოლიდარობა უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის და ვუცხადებთ თანადგომას თავისუფლებისათვის ბრძოლაში.”
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ უკრაინა პოსტსაბჭოთა სივრცის ევროპული არჩევანის შესაძლებლობას იცავს:
“ეს აქცია არის მორალური მხარდაჭერა იმ გმირებისთვის, ვინც დღეს უკრაინაში იცავს, როგორც უკრაინას, ისევე მთელ პოსტსაბჭოთა სამყაროს ევროპული არჩევანის შესაძლებლობას, პირველ რიგში, იმათგან, ვინც არიან კრემლში და კრემლია, ვისაც ჩვენი ქვეყნების ევროპული არჩევანი არ უნდა, და ამავე დროს ადგილობრივი, ოლიგარქიული წრეები, რომლებიც საბჭოურ კლანურ-ავტორიტარულ სისტემას ბევრად უფრო შინაურულად გრძნობენ, ვიდრე ევროპულ, ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე, სამართლიანობაზე და თანასწორობაზე დამყარებულ საზოგადოებას.”



![84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2024/05/Untitled-design-2-9.jpg)



