ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

19 თებერვალი, 2014 •
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის 18 თებერვალს გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ურთიერთშელაპარაკების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტს, ჯიმშერ ოსიაშვილს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი