ახალი ამბები

უსუფაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს [video]

19 თებერვალი, 2014 •
უსუფაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს [video]

“კიდევ ერთხელ თქვენი სახელით ვეხმიანები იმ ტრაგედიას, რაც უკრაინაში დატრიალდა და რისი აცილებაც, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, მიუხედავად სრულიად მსოფლიოს ძალისხმევისა. იქნებ ახლა მაინც შეჩერდეს ძალადობის ესკალაცია. ჩვენ ამაზე ორჯერ მივიღეთ რეზოლუცია, ვრჩებით იმავე სულისკვეთებაზე, იმავე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს მოძებნონ გამოსავალი.”

 

უსუფაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე 21 თებერვალს, 2 საათზე წარსდგება:

 

“პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს სხდომის ბოლომდე, მოგვისმინოს ყველას და თუ საჭიროდ ჩათვლის, თავისი დასკვნითი მოსაზრებები გაგვაცნოს. პარლამენტის სხდომაზე მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პატრიარქი, მისი უწმინდესობა მზადაა, რომ გვესტუმროს და აგრეთვე სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრებიან ამ სხდომას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი