ახალი ამბები

პრემიერი საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-სთან შესაძლო გაერთიანებაზე

26 ივლისი, 2018 • 1849
პრემიერი საგანგებო სიტუაციების სამსახურის შსს-სთან შესაძლო გაერთიანებაზე

“როდესაც სტრუქტურები ერთად არიან,  ხარჯების ნაწილში ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს გარკვეულ სინერგიას, მათ შორის, სინერგიას იმაზე, რომ ძირითადი საშუალებები შეიძლება განაწილდეს რამდენიმე უწყებას შორის” ,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიერთება.

პრემიერის თქმით, როდესაც რამდენიმე უწყება ერთი ქოლგის ქვეშაა მოქცეული, მათ ერთმანეთის რესურსების გამოყენება შეუძლიათ, რაც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას იწვევს. შესაბამისად, მთავრობის პირორიტეტიც ამ მიმართულებაზე იქნება:

“მაგალითად, ვერტმფრენი შეიძლება გამოიყენოს ერთმა უწყებამაც, მეორემაც, მესამემაც, თუ ეს ერთი ქოლგის ქვეშ არის  მოქცეული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული. ჩვენ სტრუქტურა უნდა მოვარგოთ არსებულ ჩვენს რეალობას, არსებულ მისწრაფებებს, რომ გვქონდეს მცირე ბიუროკრატია და ხარჯები იყოს ლიმიტირებული და არა პირიქით”, – ამბობს ბახტაძე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორიგ მღებრიშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მის მოვალეობას მღებრიშვილის მოადგილე ასრულებს. ახალი ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე არ დაუსახელებია.

გუშინ,”ინტერპესნიუსმა” წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლოა შსს-ს დაქვემდებარებაში დაბრუნდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი