ახალი ამბები

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 25 ადამიანი

19 თებერვალი, 2014 •
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 25 ადამიანი

მათი ინფორმაციით, 19 თებერვლის დილის 6 საათის მონაცემებით, კიევის ცენტრში მომხდარი შეტაკების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას სულ 351–მა დაშავებულმა მიმართა.

 

დაშავებულთაგან 241 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. მათ შორის 79 სამართალდამცავია, 5 ჟურნალისტი, 1 დეპუტატი და 3 არასრულწლოვანი პირი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულთა შორის არ არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

 

რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილია 25 ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი