“იმისდა მიხედვით, გამოძიება რა სტადიაზე იქნება, გაასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რაც ხელს არ შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ ამას მისცენ პოლიტიკური ელფერი. ძიებას მხოლოდ ფინანსური მიმართულება აქვს და საერთო არაფერი აქვს იმ ეჭვებთან და მოსაზრებებთან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ გამომძიებლები მუშაობენ და კიდევ ერთი: კომპანიის მუშაობას ხელი არ შეშლია და არც შეეშლება”, – განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება ჯეოსელთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით გადასახადებისთვის თავის არიდებას.




