ახალი ამბები

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

18 თებერვალი, 2014 •
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2014 წელს პირველად ჩატარდება სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის.


მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებს ამ ეტაპზე პროფესიული უნარების გამოცდებისათვის შეუძლიათ დარეგისტრირება. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატისა და პროცედურული ნაწილის შესახებ, როგორც ცენტრში აცხადებენ, მოგვიანებით გამოქვეყნდება.


“უცხოური ენისა და კომპიუტერის გამოცდის, ასევემ საბუნებისმეტყევლო საგნების ექსპერიმენტული ნაწილის შესახებ ინფორმაცია კი მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება,”- წერია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

2014 წელს პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩამონათვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი