ახალი ამბები

2016–17 წლებში პარლამენტარებმა 1 720 052 ლარი დახარჯეს მივლინებებში

25 ივლისი, 2018 •
2016–17 წლებში პარლამენტარებმა 1 720 052 ლარი დახარჯეს მივლინებებში

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევის მიხედვით, 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში პარლამენტარებმა მივლინებებში 1 720 052 ლარი დახარჯეს.

კვლევის მიხედვით, აღნიშნული თანხა 117–მა დეპუტატმა დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა, 99 058 ლარი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ დახარჯა. ის აღნიშნულ პერიოდში მივლინებაში 31-ჯერ იმყოფებოდა.

ყველაზე ნაკლები თანხა მივლინებაში გამოიყენა ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ. 180 ლარად იგი ერთ მივლინებაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი