ოფიციალური ინფორმაციით, მერაბ გოგალაძე თავისი სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით, მისივე სამოქმედო ტერიტორიაზე, სალიანდაგო ხიდის ქვეშ სამუშაოების წარმოებისა და სილიკომანგანუმის უკანონოდ მოპოვების ნებართვების სანაცვლოდ, „ჩინეთის რკინიგზის“ 23-ე ბიუროს ინჟინერის დახმარებით, მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 15 000 აშშ დოლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).