ახალი ამბები

ბერძენიშვილი: საარჩევნო კოდექსი 100%-ით გავაუმჯობესეთ

18 თებერვალი, 2014 •
ბერძენიშვილი: საარჩევნო კოდექსი 100%-ით გავაუმჯობესეთ

დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივამ შესაძლოა გარკვეული ფინანსური პრობლემები შექმნას, თუმცა, მისივე მოსაზრებით, დემოკრატიისთვის ბარიერის გაზრდა მნიშვნელოვანია: 


“50-პროცენტიან ბარიერზე დიდი ხნის განმავლობაში კოალიციაში და კოალიციის გარეთაც მიმდინარეობდა მსჯელობა. საბოლოოდ, პრემიერის მიერ კვლავ დაისვა ეს საკითხი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 50-პროცენტიანი ბარიერი ყოფილიყო არა მარტო მერებისთვის, არამედ გამგებლებისთვის. ეს არის ოპტიმალური ვარიანტი, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული ფინანსური დანახარჯი იმიტომ, რომ 50-პროცენტიანი ბარიერის პირობებში მეორე ტურების ალბათობა მეტია, მაგრამ დემოკრატია მნიშვნელოვანია. თუკი აქამდე ვამბობდი, რომ 70–80 პროცენტით უზრუნველვყავით საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება, ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ასპროცენტიანი გაუმჯობესება. საარჩევნო კოდექსი დღეს ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი