ახალი ამბები

ბათუმის თოჯინების თეატრის მმართველი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცეს

18 თებერვალი, 2014 •
ბათუმის თოჯინების თეატრის მმართველი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცეს

ამას გარდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს “თექ-ევ ინშაათის” დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი.


გამოძიების ცნობით, შპს “თექ-ევ ინშაათს“  სსიპ “ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები.  

 

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული.

 

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ შეუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ ფუნქციონირებს ერთ წელზე მეტია და მის ექსპლუატაციისთვის ვარგის მდგომარეობაში მოყვანას დღეისთვის  300 000 ლარზე მეტი თანხა ესაჭიროება”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილი „ბ“ პუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან  11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი