ნეტგაზეთი | ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდ “დათუჩას” აფუძნებს ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდ “დათუჩას” აფუძნებს – Netgazeti

ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდ “დათუჩას” აფუძნებს

ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქველმოქმედო ფონდს აფუძნებს. როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, დღეს, 25 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის პატივსაცემად ის ქმნის საქველმოქმედო ფონდს, სახელად “დათუჩას”.

დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა, დღეს გახდებოდა 17 წლის. მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მის დაბადების დღესთან დაკავშირებით და იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ის ყოველთვის მზად იყო, სიკეთე ეკეთებინა, გადაწყვიტე, რომ შემექნა მისი სახელობის ფონდი “დათუჩა”. ფონდი დაეხმარება ყველა გჭირვებულ ადამიანს, ავადმყოფ ბავშვებს, სოციალურ დაუცველებს. ამ სამართლიანი ბძროლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ, რამდენი გაჭირვებული ადამიანი და სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს. გადაწყვიტე, ფონდის შემექნა, რომ შვილის სახელით დავეხმარო ყველას, ვისაც ეს სჭირდება” ,- ამბობს სარალიძე. 

მისივე სიტყვებით, ფონდი მთლიანად საზოგადოების შემოწირულობით იარსებებს, პერიოდულად კი სხვადსხვა საქველმოქმედო აქცია დაიგეგმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან