ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს მიმართავს: “თქვენ ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი”

18 თებერვალი, 2014 •
ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს მიმართავს: “თქვენ ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი”

“მე მინდა გამოვეხმაურო ქუთაისის სასამართლოს მიერ ჩემ საწინააღმდეგოდ გამოტანილ განაჩენს. მინდა განვაცხადო, რომ მე თავიდანვე ვუმტკიცებდი ჩემს ადვოკატებს ქუთაისის სასამართლოში ნებისმიერი დაცვის განხორციელების უაზრობას. გუშინ ქუთაისის მოსამართლემ დიდი თეთრი ალამი აღმართა სასამართლოს თავზე.

 

ამ ფონზე დღეს მე ვიმყოფები თბილსისის საქალაქო სასამართლოში. დღეს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის აზრი, რომ ეს სასამართლო ნაწილობრივ მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებლობას”,  – განაცხადა მერაბიშვილმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ მოსამართლეს მიმართა, რომელიც 26 მაისის აქციის დაშლის საკითხე მის საქმეს განიხილავს:

 

“თქვენ ღმერთმა გარგუნათ ეს ტესტი. ალბათ, თქვენ განიცდით რეალურ ზეწოლას, მაგრამ მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩემს ადვოკატებს მიეცემათ საშუალება დაასაბუთონ ჩემი უდანაშაულობა. იმედი მაქვს საქართველოში დარჩა თუნდაც ერთი შენობა, რომელიც ივანიშვილის საკუთრება ჯერ არ გამხდარა”, – აღნიშნა მერაბიშვილმა.

 

მის განცხადებას მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უპასუხა და თქვა, რომ სასამართლო არანაირ ზეწოლას არ განიცდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი