26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესს მერაბიშვილიც ესწრება.
“დღეს დაიკითხება 4 მოწმე, მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები: შოთა უტიაშვილი, შოთა ხიზანიშვილი, ირაკლი ფირცხალავა და მერიის მაშინდლი პრესსპიკერი, რომელმაც 26 მაისს შეკრებილებს შეტყობინება მიუტანა იმის თაობაზე, რომ მიტინგს სანქცია ეწურებოდა. დარწმუნებული ვარ მათი ჩვენებები ნათელს მოჰფენს ამ საქმეს”, – აცხადბს ჩივიაშვილი.
პროკურორის, ნათია მეზვრიშვილის თქმით კი, ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულა.




