აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 17 თებერვალს, 5 საათზე დაიწყო. სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში შეიკრიბნენ, სადაც მათ კაზრეთიდან ჩამოსული RMG ჯგუფის გაფიცული თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა აქცია-მსვლელობა მოაწყვეს და ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე RMG Gold-ისა და RMG Copper-ის ოფისთან შეიკრიბნენ. შენობის წინ შკრებილი სტუდენტები ტრანსპარანტებით “მუშა და არა მონა!” სკანდირებდნენ: “ვითხოვთ კუთვნილს”.
კომპანიის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს არ შეხვედრია. როგორც შენობის დაცვამ მომიტინგეებს უთხრა, RMG-მ ოფისი ერთი კვირის წინ დაცალა და სხვა შენობაში გადავიდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, რომ აქცია გაეგრძელებინათ და RMG Gold დასაქმებულების ექსპლუატაციასა და რესურსების მაქსიმალურ ათვისებაში დაედანაშაულებინათ.









