ახალი ამბები

უსუფაშვილი: გაიმარჯვოს მან, ვისაც 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს

17 თებერვალი, 2014 •
უსუფაშვილი: გაიმარჯვოს მან, ვისაც 50%-ზე მეტი დაუჭერს მხარს

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც ხვალ უკვე აისახება სათანადო დოკუმენტებში, რომ ყველა რაიონში და ქალაქში იყოს 50%-იანი ბარიერი. ამითი დავასრულოთ ის აურზაური, რაც მოყვა ამ თემას. ათ პარტიას მაინც თუ გაქვთ, ჯამში, მოსახლეობის 2%-ის მხარდაჭერა, მაშინ ჩვენ შეიძლება გთავაზობთ იმას, რომ ამავე მოსახლეობის გადახდილი გადასახადებისგან დაფინანსდეს წარმომადგენელი. ხომ გვეუბნებიან ოპონენტები, ჩვენ ყველა გამარჯვებისთვის ვიბრძვითო. კი ბატონო. გაიმარჯვოს მან, ვისაც მხარს დაუჭერს მოსახლეობის 50%-ზე მეტი. ვისაც რა ერგებოდა, აქვს ის ბერკეტები და საშუალებები და ჩვენ გადავდგით ძალიან ბევრი ნაბიჯი ამ ბერკეტების გასაზრდელად. მე არ ავყვები იმ გამონათქვამებს, რომლითაც ოპოზიციის ლიდერები ხშირად აპელირებენ. ერთი მხირვ, საუბრობენ საკენკზე, მოსყიდვაზე”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბარიერი მერებისა და გამგებლებისთვის 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილების განსახორციელებლად ღარიბაშვილს კოალიცია “ქართული ოცნების” თანხმობა აქვს. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი