ახალი ამბები

სასკოლო სახელმძღვანელოები შინაარსობრივი თვალსაზრისით, შესაძლოა, შეიცვალოს

17 თებერვალი, 2014 •
სასკოლო სახელმძღვანელოები შინაარსობრივი თვალსაზრისით, შესაძლოა, შეიცვალოს

“ეს არის ძალიან კომპლექსური სამუშაო. კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება განსახორციელებელი, ამის შესახებ რეკომენდაციებს ველოდებით. პროცესში ჩართული არიან დონორი ორგანიზაციებიც. პრობლემა არ არის მხოლოდ ქიმიის ან გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში,”- განაცხადა მინისტრმა განათლების საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება რაიმე ტიპის ცვლილებები სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსობრივი კუთხით, ვინაიდან, მისი ინფორმაციით, არის გარკვეული ტიპის პრობლემები ქიმიის და კიდევ რამდენიმე საგნის სახელმძღვანელოში. 

 

განათლების მინისტრი დღეს, 17 თებერვალს სასტუმრო “შერატონში,” ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ზოგადი განათლების პროექტის შესახებ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი