ახალი ამბები

სერგეენკო: ბიონარკოტიკის შემადგენელი ნივთიერებები არალეგალურად გამოცხადდება

17 თებერვალი, 2014 • • 1050
სერგეენკო: ბიონარკოტიკის შემადგენელი ნივთიერებები არალეგალურად გამოცხადდება

მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობდა აკრძალული ფორმულების ჩამონათვალი, ბიონარკოტიკის ლაბორატორიული კონტროლი მაინც ძალიან რთულია, ამიტომ მოხდება ნარკოტიკის ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია:

 

“ბოლო თვეების განმავლობაში ჩატარდა მუშაობა, როდესაც საქართველოში მიღებული იქნა ამ ნივთიერებების ძირითადი ბიოქიმიური ბირთვების ჩამონათვალი და ამ ბიოქიმიური ბირთვების, რომლისგანაც შედგება, თითო რადიკალი იცვლება და ახალი პროდუქტი ყალიბდება, ძალიან რთულია მისი კონტროლი. რომ წარმოიდიგნოთ საბაზო ბიოქიმიიდან, არის ასეთი რთული კონსტრუქციის ფორმულა, ერთი რადიკალი შეიცვლება და უკვე ტიპურად სხვა ნივთიერება არის, რომლის ლაბორატორიული კონტროლი რთულია. ამიტომ საქართველო უერთდება საერთაშორისო  კონვენციას, სადაც თვითონ ბიოქიმიური ფორმულების საფუძვლების კრიმინალიზაცია ხდება. ანუ ისინი ამიერიდან განხილული იქნება როგორც არალეგალური ნივთიერებები და მათზე გავრცელდება ყველა ის კონტროლის მექანიზმი და აკრძალვები, რაც ხორციელდება, დავუშვათ, ლეგალურ და არალეგალურ ნარკოტიკებზე”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი ფაქტიურად მზადაა, მხოლოდ მცირედი დახვეწა ჭირდება იმას, თუ რა სახის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გამოყენებული ბიოს ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარებაზე.

 

კანონპროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტში შევიდა, აკრძალულ ნივთიერებს მიეკუთვნება შემდეგი ჯგუფის ქიმიური ნივთიერებები: 

JWH-018, JwH-081, JWH-122, JWH-398, JWH-073, JWH-200, HU-200, CP-47 ,497

მასალების გადაბეჭდვის წესი