ახალი ამბები

მერაბიშვილის ადვოკატები: მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას

17 თებერვალი, 2014 •
მერაბიშვილის ადვოკატები: მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას

“როგორც აღმოჩნდა, ქუთაისის სასამართლოს ამ მოსამართლემ ვერ გაუძლო ზეწოლას და განაჩენი არის აბსოლუტურად უკანონო. დაველოდებით სამოტივაციო ნაწილს და, ბუნებრივია, გავასაჩივრებთ, ეს განაჩენი არანაირად არ გამომდიანრეობს იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან, რაც საქმეში არსებობს”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ.

 

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც განაჩენის სამოტივაციო ნაწილს წაიკითხავენ, შესაძლოა ზურაბ ჭიაბერაშვილის ეპიზოდი გაასაჩივრონ, რომელსაც წარდგენილი ბრალდება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა და გირაო შეეფარდა:

 

“ქუთაისის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ მყარი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ბრალდებამ წარადგინა. საქმეში წარმოვადგინეთ უამრავი მოწმე და უამრავი დოკუმენტური მტკიცებულება, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა რწმენა, რომ სასამართლო გამოიტანდა გამამართლებელ განაჩენს”, – აცხადებს პროკურორი ქეთევან ჩაჩავა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჭიაბერაშვილს შეეფარდა გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი