ახალი ამბები

საგარეო უწყება: რაიან გრისტის საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა

17 თებერვალი, 2014 • • 1036
საგარეო უწყება: რაიან გრისტის საკითხზე კონსულტაციები ჯერ არ დასრულებულა

როგორც ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რაიან გრისტის საკითხზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსულტაციები არ დასრულებულა.

 

“გასულ კვირას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო ევროკავშირის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრთან დაკავშირებული პერიპეტიები. ჩვენ პირველივე დღიდან ვართ ამ პროცესში ჩართულები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროკავშირთან შეთანხმება, რომელიც 2008 წელს არის გაფორმებული, არ გულიხსმობს თანხმობას საქართველოს მხრიდან, როდესაც ამ მისიაში ინიშნება ესა თუ ის წევრი. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა და ჩვენ არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ გაგვაჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩავრთულიყავით. შესაბამისად, ყოველგვარი ინსინუაციები და ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო უწყებამ არ გადადგა ნაბიჯები, არის მცდარი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მხედლველობაში მაქვს ის განცხადება, რომელიც ყოფილმა დიპლომატებმა გაავრცელეს, ვინ თუ არა მათ, ძალიან კარგად იციან, რომ საგარეო უწყებას ამ პროცესზე ხელი არ მიუწვდებოდა.”

 

ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე ამ დრომდე ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან.

 

“ქალბატონ მაიას [ფანჯიკიძე], ჰქონდა შეხვედრები თბილისში, ბრიუსელში კი ჩვენს მისიას აქვს შეხვედრები. საქართველოში ევროკავშირის ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებლად უნდა გავითვალისიწნოთ საკითხის მთლიანი კონტექსტი, რომ ევროკავშირი არის ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია და ძალიან ფრთხილი უნდა ვიყოთ შეფასებებში. ძალიან ვუფრთხულდებით ამ მისიას და ძალიან გვსურს, რომ გააგრძელოს საქმინაობა საქართველოში”, – განაცხადა მან.

 

ჟურნალისტების კითხვას, მისიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლოა თუ არა, რომ რაინ გრისტის საკითხზე ქართული მხარე კომპრომისზე წავიდეს, მან ასე უპასუხა: 

 

“ისევ ვიმეროებ, რომ მიდის საუბრები ევროკავშირთან და ისე გადავწყვეტთ ამ საკითხს, რომ ეს მისაღები იყო როგორც ევროკავშირისთვის, ასევე, საქართველოსთვის”.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი