ახალი ამბები

გაეროს მოსახლეობის ფონდი რეგიონულ შეხვედრას თბილისში მართავს

17 თებერვალი, 2014 •
გაეროს მოსახლეობის ფონდი რეგიონულ შეხვედრას თბილისში მართავს

ბაბატუნდე ოსოტიმეჰენის განცხადებით, გარდა რეგიონულ პრობლემებზე მსჯელობისა, დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელების გეგმა, მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების უზრუნველყოფის კუთხით:

 

“ჩვენ შევარჩიეთ თბილისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო და იმ სამუშაოდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ძირითადად განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ქალები, ახალგაზრდა გოგონები, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, საზოგადოებაში არსებული უთანასწორობა, ახალგაზრდა ადამიანების დასაქმების საკითხები და ა.შ. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორც შეიძლება განვაგრძოთ მუშაობა საქართველოს მთავრობასთან, რათა უზრუნველყოფილი იქნას ხალხის კეთილდღეობა”, – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე. 

როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე აცხადებს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რომ თბილისი შეირჩა გაეროს მოსახლეობის ფონდის რეგიონული ოფისის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური რეგიონის რეგიონული შეხვედრის ჩასატარებლად:

 

“საქართველოს ბიუროს წელს 15 წელი უსრულდება, მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი პარტნიორობის და დახმარების ძირითადი ფოკუსი იყო რეპროდუქციული ჯანმრთელობა, განსაკუთრებული ფოკუსით ქალებზე და ახალგაზრდებზე, ხელის შეწყობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რათა საქართველოში არსებობდეს ხელმისაწვდომობა, შესაძლებლობები და კვალიფიკაცია, რომ მოგროვდეს სანდო და ხარისხიანი მონაცემები განვითარების პოლიტიკის ეფექტიანი დაგეგმვისათვის. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა მომავალი 3–4 წლის მანძილზე იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნებს შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები კაიროს სამოქმედო პროგრამის მოსახლეობისა და განვითარების შესახებ, ათასწლეულის განვითარების და 2015 წლის შემდგომი მიზნების დაგეგმვისა და განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა ლელა ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი