შსს-ს ცნობით, ბრალდებულები ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში გადაადგილებისას დააკავეს.
“მათი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია: „ა-კა-74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 3 მჭიდითა და 105 საბრძოლო ვაზნით, 2 ნიღაბი, წებოვანი ლენტი, ხელთათმანი და 5 პლასტიკური ბორკილი”, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გამოძიება ყაჩაღობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (18-179 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).




