ახალი ამბები

GWP: საღამოს 7 საათიდან თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

16 თებერვალი, 2014 •
GWP:  საღამოს 7 საათიდან თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება

“1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ დღეს საღამოდან GWP გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ავარიულად დაზიანდა მაგისტრალური არტერიის თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე გამავალი მონაკვეთი”. – ნათქვამია განცხადებაში. 


GWP-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წყალმომარაგება ეტაპობრივად შეუწყდება თბილისის უბნების ნაწილს. ესენია: ვარკეთილის მასივი, ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-2 რიგი, ვარკეთილის მასივის ზედა პლატო, ვარკეთილი 3-ის მ/რაიონი, საქჰიდრომშენი, ვარკეთილის მეურნეობის, საქნავთის, ლილოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტისა და  მე-8 ლეგიონის დასახლებები, ზემო და ქვემო ფონიჭალის, წმინდა ბარბარეს, გიგანტისა და მათმიმდებარე კერძო დასახლებები, მოსკოვის გამზირი, ჯავახეთის, წულუკიძის, ქინძმარაულის, კაიროსა დაჟორესის ქუჩები და კახეთის გზატკეცილი.


წყალმომარაგება ასევე შეუწყდება რამდენიმე სოფელს:  სადგურ ველს, გამარჯვებას, ახტაკლიას, ყარატაკლიას და  გაჩიანს.

 

წყალს გარკვეული შეფერხებით მიიღებს: ვაზისუბნის დასახლება, ბოგდან ხმელნიცკისა და ჩოლოყაშვილის ქუჩები, ქეთევან წამებულის გამზირი და მათი მიმდებარე ქუჩები

 

GWP -ის განცხადებით, წყლის მიწოდება ჩამოთვლილ უბნებს ხვალ, 17 თებერვლს საღამოს 6 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი