ახალი ამბები

შსს: კაფე “გალერიში” ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

15 თებერვალი, 2014 •
შსს: კაფე “გალერიში” ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვალების მიზეზის შესახებ კი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. 

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა  თავად კაფე “გალერისაც”. კაფის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის ადგილზე დილით მივიდა, ხოლო ყველა თანამშრომელი, ვინც ღამის საათებში იმყოფებოდა კაფეში, დაკითხვაზე იმყოფება. მისი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

“სადღაც დილის 5 საათიდან 7 საათამდე აღმოაჩინეს [გარდაცვლილი], სავარძელში იჯდა, პოლიცია იყო, ასე თქვეს, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. ექსპერტიზის შემდეგ ზუსტად ჩვენც გვეცოდინება რა მოხდა და თქვენც”.- განაცხადა “გალერიის” დღის მენეჯერმა  “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

 

მისივე თქმით, კაფე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი