11:00 სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერიაში” იურიდიული განათლების პრობლემების შესახებ კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის დემოკრატიისა და მართვის პროგრამების დირექტორი დენიელ რიფი გახნის.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალური კომისიის თავმჯდომარე მაკა გვარამია ბრიფინგს გამართავს.
თემა: სოციალურად დაუცველთა დიდი რაოდენობით პლასტიკური ბარათები, რომლებიც ნაგავში აღმოჩნდა.
11:30 “პირველი რადიოს” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივას” წარმომადგენელი ვასო ურუშაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღება და შესაძლო კორუფციული სქემები მთავრობაში.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ბრიფინგს გამართავს.
თემა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: გავრცელებული ვირუსები, საშიშროება, პრევენციის ზომები.
12:45 “რეპორტიორის” პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: ლარის კურსი.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში ზაზა ნანობაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ID ბარათების ადმინისტრაციული იძულება. რა რეაგირება მოჰყვა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეტანილ 100 000 ხელმოწერას.
13:00 ,, ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” გამართავს აქციას ფინანსთან სამინისტროსთან სახელწოდებით ,,ჭამე ნოდარი”
13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, გოგი თოფაძის მიერ მოქალაქე აბრამიშვილისთვის ქონების, საკუთრების უფლების ხელყოფასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
13:00 საათზე, რადიო “იმედის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” წევრი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო კოდექსი.
მის: ლუბლიანას ქ. #5
საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია – 577 44 07 05
14:00 სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰელფინგ ჰენდი” მშვიდობის კორპუსის მოხალისეობისა და ახალგაზრდობის კომიტეტთან პარტნიორობით გამოფენა-ფორუმს გამართავს.