ახალი ამბები

მარგველაშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ივანიშვილი მას არ შეხვედრია

14 თებერვალი, 2014 •
მარგველაშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ივანიშვილი მას არ შეხვედრია

არა მარტო პრეზიდენტმა, ნებისმიერმა სახელმწიფო მოხელემ, რომელიც დაქირავებულია საზოგადოების მიერ და მე ვარ ერთ–ერთი ყველაზე დაქირავებული ადამიანი იმიტომ, რომ მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა ჩემს არჩევაში, მე ვალდებული ვარ, რომ საზოგადოების რაიმე პოზიციასთან ან კრიტიკასთან დაკავშირებით ან აზრი გამოვთქვა, ან მივიღო ეს კრიტიკა. და, ბუნებრივია, თუ ბიძინას გაუჩნდება ჩემი კრიტიკის სურვილი, ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ბიძინა უაღრესად ავტორიტეტული ადამიანია ჩვენს საზოგადოებაში და ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის, რეალურად შემოქმედია იმ პოლიტიკური ცვლილების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “პოზიციაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი