ახალი ამბები

გორში სახლების სარდაფები დაიტბორა

23 ივლისი, 2018 •
გორში სახლების სარდაფები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის შედეგად გორში დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, შემოსულია 10 შეტყობინება. დატორილია თამარ მეფის, ქუჩიშვილის, ბაგრატიონისა და ლეონიძის ქუჩები. ადგილზე მობილიზებულია გორისა და ქარელის სამაშველო-სახანძრო ჯგუფები სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა”, – აცხადებენ უწყებაში.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქვემო ქართლშიც. დაიტბორა სოფელი კრწანი. მოსახლეობის ევაკუაცია მაშველებმა ნავებით განახორციელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი