ახალი ამბები

კახეთში სტიქიის გამო სარდაფები დაიტბორა, ხოლო მანქანები წყალში ჩარჩა [ფოტო]

22 ივლისი, 2018 • 2285
კახეთში სტიქიის გამო სარდაფები დაიტბორა, ხოლო მანქანები წყალში ჩარჩა [ფოტო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში ძლიერი ნალექის გამო, რამდენიმე სოფელში სანიაღვრე არხები ადიდდა. დაიტბორა რამდენიმე სახლის ეზო და სარდაფი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა 6 შეტყობინება – ლაგოდეხის სოფელ ჰერეთიკარიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლიდან – ანაგა, ვაქირი, მაღარო.

“სოფელ ვაქირში, ხევის ადიდების გამო 4 ავტომანქანა ჩარჩა წყალში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ 6 მოქალაქე გამოყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში რამდენიმე სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ტექნიკით მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები”, – აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი