“რაც შეეხება საბჭოს წევრთა შენიშვნებს, ეს ძირითადად შეეხებოდა საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე, სისტემურ გადაწყვეტილებებს, ნაკლებ თანმიმდევრულობას, გნებავთ, მთავრობაში კოორდინაციის დაბალ ხარისხს, რისი გამოსწორებაც მთავრობას მომავალ წელს მოუწევს და რაზეც მინისტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ ის რეალურად იზიარებს ამ შენიშვნას”, – განაცხადა ალაფიშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია, ფინანსთა მინისტრმა უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა:
“ეს ეხება იმას, რომ 2 კვირაში ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს საბიუჯეტო პროცესს, ანუ 2015 წლის ბიუჯეტის მონახაზზე მუშაობას, საზოგადოების ფართო ჩართულობით, ეს იქნებიან ექსპერტები, მედია და არასამთავრობო სექტორი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც სხვა საბიუჯეტო ხარვეზებს, რაც სახეზეა, ფარავს”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილი.




