ახალი ამბები

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებული თერჯოლაში დააკავეს

14 თებერვალი, 2014 •
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებული თერჯოლაში დააკავეს

გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 23:45 საათზე, თბილისში, მარუაშვილის ქუჩაზე მეგობრის საცხოვრებელი სახლის მარანში ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 22 წლის გიგა ოჩიგავას ზურგისა და ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

დაჭრილი თბილისის ინგოროყვას სახელობის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 14 თებერვალს თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი