აივ ინფექციაზე უფასო კონსულტირება და ტესტირება 14:00 საათიდან 19:00 საათამდე საქართველოს უნივერსიტეტის თანადგომით საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება.
უფასო აივ კონსულტირებისა და ტესტირების პროექტს თბილისში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია” “GYDEA” და საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი” ახორციელებს. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდისა “UNICEF” და ევროკავშირის მიერ. პროექტი მიმდინარეობს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის ივლისამდე.
გარდა ამისა, უფასო აივ კონსულტირება-ტესტირება შესაძლებელი იქნება 14 თებერვალს, 19:00 საათიდან ბარში Arsad Å არსად, რომელიც მაჩაბლის 2-ში მდებარეობს.