ახალი ამბები

შსს უკანონო ფარული მიყურადების საკითხზე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

13 თებერვალი, 2014 •
შსს უკანონო ფარული მიყურადების საკითხზე სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ წარადგინა. მისი თქმით, კანონში ჩადებული სასჯელი უფრო მკაცრდება:

 

“როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი წლების განმავლობაში ხდებოდა ადამიანის პირადი ცხოვრების, ინტიმური ცხოვრების უკანონო მიყურადება და ჩაწერა, რითიც უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. ამ კანონის დარღვევა მხოლოდ დაახლოებით 3 წლამდე პასუხისმგებლობას ითვალისინებდა და ამ შემთხვევაში იქნება 7–წლიანი პასუხისმგებლობა, ანუ დამძიმდება და გამკაცრდება კანონის 3 მუხლი”, – განაცხადა ჭიკაიძემ და დასძინა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი