ახალი ამბები

შელაპარაკება საკრებულოში შიხიაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვა ჰომოსაპიენსის გამო (VIDEO)

12 თებერვალი, 2014 •
შელაპარაკება საკრებულოში შიხიაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვა ჰომოსაპიენსის გამო (VIDEO)

საპარლამენტო უმრავლესობამ ბიუჯეტის პროექტი კვლავ არ მოიწონა და კენჭისყრაზე ჩააგდო. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა თემურ გირგალაშვილმა საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ამ ორგანოში ნაცმოძრაობის სიით მოხვდნენ, კითხვით მიმართა, როდის იყვნენ ისინი გულწრფელები: ახლა, როდესაც თბილისის მერიის მთავრობას აკრიტიკებენ, თუ მაშინ, როდესაც თვითონაც მმართველი გუნდის წევრები იყვნენ. გრიგალაშვილი ამ განცხადებით კოკი იონათამაშვილს გამოემხაურა. ამას გრიგალაშვილსა და ნიკოლოზ ხაჩირიშვილს შორის შელაპარაკება მოჰვა. გრიგალაშვილმა მას შეახსენა, რომ იგი თავის დროზე გლდანის რაიონის გამგებელი იყო და თვითონ გასცემდა ბრძანებებს ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას. ხაჩირიშვილმა კი უთხრა, რომ ამ საკითხის მასთან განხილვას არ აპირებდა:

 

“შენ რომ ჭკვიანი ყოფილიყავი, ახლა ჩემ გვერდით იჯდებოდა”, – უთხრა ხაჩირიშვილმა გრიგალაშვილს.

 

“შენგან განსხვავებით მე ჩემ პოზიციას ბოლომდე დავიცავ”, – უპასუხა გრიგალაშვილმა.

 

 

 

კიდევ ერთი შელაპარაკება მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის რეპლიკას. მან თავისი ყოფილ თანაგუნდელს “ნაციონალ” თამაზ შოშიაშვილს ჰომოსაპიენსი უწოდა, რამაც ამ უკანასკნელის უკმაყოიფლება გამოიწვია:

 

“ჰომოსაპიენსები ვართ ყველა. ძალიან უცნაურია საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს დეპუტატებს ჰომოსაპიენსებად რომ მოიხსენიებს”, – განაცხადა შოშიაშვილმა.

 

“არ იცით მაგ სიტყვის მნიშვნელობა? გონიერ არსებას ნიშნავს თარგმანში”, – უპასუხა შიხიაშვილმა.

 

“ვიცი მნიშვნელობა, მაგრამ ცოტა სხვა სიტყვებით ვისაუბროთ”, – განაცხადა შოშიაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი