ახალი ამბები

მურღულიას თქმით, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა უკანონობაა

12 თებერვალი, 2014 • • 1045
მურღულიას თქმით, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა უკანონობაა

შოთა მურღულია აცხადებს, რომ ბრძანება დაუსაბუთებელია და ის გაუქმდება:

 

“საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, შესაბამისად, იქნება სამართლებრივი რეაგირება და ყველაფერი მოვა სამართლებრივ ჩარჩოებში, არანაირი პრობლემა არაა, ყველაფერი კარგად იქნება. ის, რა დასაბუთებაც აქვს ამ ბრეძანებას, არის უკანონობა და უკანონო გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ეს ბრძანება გაუქმდება. მე არ მგონია, რომ სასამართლოში ჩივილი მომიწიოს, საკრებულო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. სასამართლოსთვის მიმართვას არ გამოვრიცხავ, მაგრამ, ვფიქრობ, არ დაგვჭირდება.”

 

განცხადებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა, წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:

 

“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო  არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი