მათი ინფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულიას ნაცვლად ნიკო კაჭკაჭიშვილი იქნება.
განცხადებაში, რომლის საფუძველზეც მურღულიას უფლებამოსილება შეუწყდა წერია, რომ შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე:
“ქალაქის მერის მოვალოების შემსრულებლის მიერ, გარკვეული გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ არიან დანიშნულნი თაბნამდებობზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები, გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოვალეობის შემსრულებლები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვვეს და ხელს უშლის ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას. საგრძნობლად აფერხებს ინფრასტრუქტურული და ქალაქისთვის სხვა მნიშვნელოვნად სასიცოცხლო პროექტების განხორციელებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შოთა მურღულია საპასუხო ბრიფინგის გამართვას ერთ საათში გეგმავს.