ახალი ამბებირეკლამა

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

19 ივლისი, 2018 • 1442
ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა  საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიული სამუშაოები დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული  სამსახური   საქართველოს საზღვაო სივრცეში და პორტებში ბათიმეტრიულ სამუშაოებს მსოფლიოს წამყვანი  ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მიერ დამზადებული  აპარატურით ახორციელებს.

საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური აქტიურად მუშაობს საქართველოს საზღვაო სივრცეში მცურავი გემებისათვის ზუსტი მონაცემების (რუკები) მიწოდებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული საზღვაო ინცინდენტები და უზრუნველყოფილი იყოს ნაოსნობის უსაფრთხოება.

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა კატამარან ,,გაგრაზემოახდინა ექოლოტის მოდერნიზებაახალი სისტემა მოიცავს თანამედროვე   სტანდარტებთან შესაბამის  პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც  ბათიმეტრიული აზომვითი  სამუშოების პროცესში ზუსტი  მონაცემების მოპოვების საშუალებას იძლევა.  აღნიშნული სისტემა ასევე ახდენს  გეოპოზიციის ცდომილების გარეშე განსაზღვრას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ნავიგაციისათვის.  

ჰიდროგრაფიული კვლევის, კარტოგრაფიისა და კორექციის სამმართელოს მიერ  განახლებული აპარატურით ფოთის პორტის  შესასვლელ არხში ბათიმეტრიული აზომვითი სამუშაოები განხორციელდა, მოპოვებული მონაცემები სპეციალურ  პროგრამაში დამუშავების შემდეგ  ფოთის საზღვაოსანავიგაციო რუკაზე იქნება დატანილი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო  რუკები  საერთაშორისო რუკათა კატალოგშია შეტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი