ახალი ამბები

2018 წელს საქართველოს ექსპორტი EU-ში რუსეთზე $164 მილიონით მეტია

19 ივლისი, 2018 • 3161
2018 წელს საქართველოს ექსპორტი EU-ში რუსეთზე $164 მილიონით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საქონლით ვაჭრობის მონაცემებს აქვეყნებს.  სხვა მიმართულებებთან ერთად, ანგარიში ქვეყნის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკასაც მოიცავს. მონაცემების მიხედვით, 2018 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოს ექსპორტი მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში 1.8-ჯერ მეტი იყო, ვიდრე რუსეთში.

ჯამში, ზემოაღნიშნულ პერიოდში ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ $1 593 583 შეადგინა. აქედან საქართველოდან ევროკავშირში გატანილი პროდუქციის საერთო ღირებულება $368 მილიონი   იყო, რუსეთში გატანილი პროდუქციისა კი – $204 422 ლარი. EU-ს ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ღირებულების – $127 558-ის პროდუქტი, საქართველომ ბულგარეთში გაიტანა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირში, ჯამში, 646.5 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა. ზრდა წინა 2016 წლის მაჩვენებელზე 13%-ია.

Forbes-ის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე გატანილი ქართული პროდუქციის ღირებულება, 2004 წლიდან 2018 წლამდე, ყოველწლიურად აღემატება რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციას. ბოლო 11 წელიწადში, 2007-2017 წლებში, ევროკავშირის ბაზარზე საქართველომ 3.5-ჯერ მეტი (3.6 მილიარდი დოლარით მეტი) ღირებულების პროდუქცია გაიტანა, ვიდრე რუსეთის ფედერაციაში.

ევროკავშირის ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანასა და 500 მილიონ მაცხოვრებელს აერთიანებს, მსოფლიოში უმსხვილესია. საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლიდან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება მოქმედებს.  DCFTA-ს ამოქმედების შემდე, ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ფილიალების გახსნის საშუალება მიეცათ, ქართული საქონელი და მომსახურება კი აღნიშნულ სახელმწიფოებში ეტაპობრივად იღებს დაშვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი