ახალი ამბები

ქრთამის აღების ფაქტზე მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

12 თებერვალი, 2014 •
ქრთამის აღების ფაქტზე მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

ოფიციალური ინფორმაციით, გოგა გოგიამ ვალერიან კირკიტაძისაგან მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, კერძოდ, კ 2 კოეფიციენტის უკანონო გაზრდისთვის, ქრთამის სახით  2 500 აშშ დოლარი აიღო.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 339 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი